დისგევზია

კითხვა: გამარჯობათ, მაქვს საშინელი შხამიანი, მწარე გემო პირში, ყოველგვარი ჩივილების გარეშე, მაქვს ამასთანავე ბუასილი, პერიოდულად სისხლიანი ტკივილების გარეშე,ლაბორატორიული გამოკვლევით დამიდგინდა ფარული სისხლდენა მსხვილ ნაწლავში, რა შეიდზლება იყოს და ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ მწარე გემო გასტროეზოფაგურ-რეფლუქსურ დაავადებას უკავშირდება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭიდან მჟავე შიგთავსი საყლაპავში, ზოგჯერ ხახაშიც ამოიტყორცნება. ხშირია მწარე გემო ღვიძლის დაავადებების დროსაც. ასევე ნაღვლის სტაგნაციაზეც მიგვითითებს. ეს იმას ნიშნავს რომ ღვიძლი მას ვერ უმკლავდება და იწვევს ანთებას- ქოლეცისტიტს, ასევე სავარაუდოა სანაღვლე გზების პრობლემებიც. დისგევზიის მიზეზის დასადგენად პაციენტის პირის ღრუს დათვალიერებაც საკმარისია. ექიმი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას მიღებულ მედიკამენტებზე, თამბაქოს წევაზე, არსებულ პათოლოგიებზე. პირველ ეტაპზე, უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც ანამნეზური მონაცემებისა და კლინიკურ –ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე განსაზღვრავს სხვა კვლევების და მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდება ენდოსკოპიური მეთოდის, გასტროსკოპიის ჩატარება. გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში , აქციის ფარგლებში გასტროსკოპიური კვლევის ღირებულება გახლავთ 90 ლარი და მიიღებთ ქირურგის და გასტროენტეროლოგის კონსულტაციას უფასოდ. აქცია ძალაშია ყოველ პარასკევს და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა პროფილის ექიმთან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა