კითხვა: ღამით ვერ ვასვენებ ფეხებს, განსაკუთრებით მარცხენას, თითქოს გამომშრალი მაქვს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფეხის თითები გაყინული მაქვს, ციტრამონს ვსვავ და ხანდახან მშველის დაღამება მეზარება უკვე, მითხარით გთხოვთ რისი ბრალი იქნება ან რომელ ექიმს უნდა მივმართო?
კითხვა: გამარჯობა. ვარ 20წლის თავის ტკვილები მაწუხებს დახლოებით 8 წელია (ყოველდღიური) 2013წელს გადავიღე "ელექტროენცეფალოგრაფია"
დასკვნაა: ეეგ ზე, როგორც ფონურ ჩანაწერში, ასევე ფოტოსტიმულაციის და ჰიპერვენტილაციის რეჟიმში ვლინდება დიფუზური ნელტალღოვანი დიზრითმია, ალფა-რიტმის დეპრესია, ნელტალღოვანი აქტივობის აბსოლუტური სპექტრული სიმძლავრე დიფუზურად მომატრბულია, ლატერალიზავიით მარჯვნივ. პაროქსიზმული აქტივობა არ ვლინდება.
ექიმმა ისეთი არაფერიაო (როგორც ყოველთვის ასაკს დააბრალეს) დაძაბულობის ბრალიაო წამლები გამომიწერა და გამომიშვა მაგ ასაკში იცისო. თავის ტკივილი ისევ მაწუხებს, სინათლეზე განსაკუთრებით, მგონია ვიღაც მიჭყლიტავს თავს ან აფეთქებას ცდილობს და არ გამოსდის, მახსოვრობაც დამიქვეითდა, ეს ბოლო 1-2თვეა გული მაწუხებს გულისრევის შეგრძნება მაქვს და ყელში თითქოს რაღაც მაქვს გაჩხერილი რაც სუნთქვაში მიშლის ხელს , დაბედებიდანვე პრობლემატური ბავშვი ვიყავი მუხლებზეც ოსგუდ შლატერის დაავადება მქონდა (ექიმმა გაგივლისო ასაკთან ერთად) რომელიც ართროზში გადამივიდა. კუჭნაწლავზე დღემდე მაქვს პრობლემები და შეიძლება ეს ყველაფერი მას უკავშირდებოდეს ?