მოგესალმებით!
არაქნოიდული ცისტა ტვინის სისხლძარღვოვანი გარსისაგან წარმოქმნილი კისტაა.
განვითარების დინამიკის მიხედვით, განარჩევენ გაყინულ და პროგრესიდებად კისტებს.
როგორც წესი, პირველი პაციენტში არ იწვევს მნიშვნელოვან შეგრძნებებს და ასეთ შემთხვევაში, კისტა მკურნალობას არ მოითხოვს.
ზოგადად, აუცილებელია კისტის წარმომქმნელი მიზეზების გამოვლენაზე ზრუნვა და აგრეთვე იმ ფაქტორების პროფილაქტიკა, რომელთაც შეუძლიათ ახალი კისტის განვითარების ხელშეწყობა.
პროგრესირებადი კისტების შემთხვევაში, არაქნოიდული კისტის მკურნალობა მიმართულია მისი გამომწვევი მიზეზებისა და კისტის მოცილებაზე.
მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია კისტის მიერ გამოწვეული ანთებითი ცვლილებების მოსაშორებლად, არაეფექტური ან ნაკლებეფექტური კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენებენ მკურნალობის რადიკალურ მეთოდებს.
ძირითადი რისკი დაკავშირებულია არაქნოიდული კისტის ტვინის ცენტრებზე ზემოქმედებასთან ,რომლის სიმპტომების შეფასება და შემდგომი ტაქტიკის დაგეგმვა ნევროლოგის კომპეტენციაა
ჩვენს კლინიკაში ტარდება ამ ტიპის ოპერაციული მკურნალობა საკმაოდ წარმატებით, თუმცა ცხადია ,მნიშვნელოვანია, წინასწარ ჩარევის საჭიროების დაზუსტება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ უფასო კონსულტაციაზე პარასკევს ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან , წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: თქვენთან აქციის პირობებში ჩავიტარე თავის ტვინის კტ.კვლევა, ნევროპათალოგთან კი ვიყავი, მაგრამ ეს პასუხი მერე მომცეს. მაინტერესებს რამდენად საყურადღებოა დაგიწერთ პასუხს თავის ტვინის პერივენტრიკულური თეთრი ნივთიერებიის სიმკვრივე, ნორმასთან ორმხრივ ზომიერად დაქვეითებულია, მარჯვნივ ბაზალურად საფეთქლის წილში ისახება არაქნოიდული ცისტა განივი ზომით 27მმ-14მმ, სილვის ნაპრალისა და კუნძულის ცისტერნები ორმხრივ გაფართოებულია, დასკვნა ასეთია: თავის ტვინის ქერქული ატროფიული ცვლილებები, არაქნოიდული ცისტა მარჯვენა ჰემისეფროში
პასუხი: