არტერიული ჰიპერტენზია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 44 წლის ქალბატონი, რამოდენიმე წელია მაქვს მაღალი წნევები 140/110 და საერთოდ არ მაწუხებს. ვერც ვგრძნობ. როცა ძალიან მაწუხებს მაშინ 150/110ზეა.უბნის ექიმთან ვიყავი და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გამომიწერა წამლები, შედეგი დიდი არაფერი. მირჩიეთ რა ვქნა. მეშინია ერთ დღეს წერილი არ წავიღო უცაბედად.
პასუხი:

გამარჯობა! თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ საქმე ეხება სავარაუდოდ არტერიულ ჰიპერტენზიას ,რომლის შესახებ მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას . დაავადება იშვიათად იწყება 30 წელზე ახალგაზრდა და 60 წელზე უფროსი ასაკის პირებში. მყარი სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია ახალგაზრდებში წარმოადგენს საფუძველს მეორადი, განსაკუთრებით რენოვასკულური ჰიპერტენზიის ძიებისა. ჰიპერტონული დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, გაუმჯობესებისა და გაუარესების პერიოდებით. განასხვავებენ დაავადების ნელა მოპროგრესირე (კეთილთვისებიან) და სწრაფად მოპროგრესირე (ავთვისებიან) მიმდინარეობას. ნელი მიმდინარეობის დროს დაავადება გაივლის 3 სტადიას კლასიფიკაციის მიხედვით, რომელიც მიღებულია მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ.
პირველი (მსუბუქი) სტადია ხასიათდება არტერიული წნევის შედარებით მცირედი მომატებით: 160-177 (180) მმ ვწყ სვ სისტოლური, 95-104 (105) მმ ვწყ სვ – დიასტოლური წნევის ფარგლებში.
მეორე სტადია (საშუალო) წინა სტადიისაგან განსხვავდება არტერიული წნევის შედარებით მეტი და მყარი მომატებით, რომელიც ავადმყოფის მშვიდ მდგომარეობაში 180-200 მმ ვწყ სვ სისტოლური და 105-114 მმ ვწყ სვ დიასტოლური წნევის ფარგლებშია.
მესამე სტადია (მძიმე) ხასიათდება სისხლძარღვოვანი კრიზების შედარებით ხშირი წარმოქმნით, რასაც განსაზღვრავს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი და სტაბილური მატება და შედარებით მსხვილი სისხლძარღვების არტერიოსკლეროზისა და ათეროსკლეროზის პროგრესირება. არტერიული წნევა აღწევს 200-230 მმ ვწყ სვ. სისტოლური და 115-129 მმ ვწყ სვ დიასტოლური რტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა. შესაძლოა განხორციელდეს არაფარმაკოლოგიური და ფარმაკოლოგიური მეთოდებით. არაფარმაკოლოგიურ მკურნალობას მიეკუთვნება: ა) წონაში დაკლება, დიეტაში ცხიმებისა და ნახშირწყლები შემცირების ხარჯზე; ბ) სუფრის მარილის გამოყენების შეზღუდვა; გ) კურორტული მკურნალობა, იზოთერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდები. ფარმაკოლოგიური მეთოდები ეფექტურია დაავადების პირველ სტადიაში. ფარმაკოლოგიური მკურნალობა ემყარება ე. წ. საფეხუროვან პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს წამლების დანიშვნას გარკვეული თანამიმდევრობით.
ჩვენს კლინიკაში გვაქვს სრულ კადრიოლოგიურ გამოკვლევაზე ფასდაკლება ,რაც ითვალისწინებს მხოლოდ 99 ლარად შემდეგი მომსახურებების ჩატარებას :
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია
2. ექოკარდიოგრაფია
3. ელექტროკარდიოგრაფია
4. გლუკოზა სისხლში
5. ლიპიდური სპექტრი
6. კრეატინინი
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს, ექოკარდიოსკოპისტს, ინგა ჟვანიას ნომერზე 551 55 80 02 აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს!
აქციაზე აუცილებელია წინასწარი ჩაწერა 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა