გამარჯობა! ჩვენ შეგვიძლია გითხრათ , რომ შედედების დრო ნორმის ფარგლებშია. მნიშვნელოვანია როდის არის ჩატარებული სტენტირება, ვინაიდან ის უნდა ღებულობდეს ასევე სხვა ანტიაგრეგანტს (კლოპიდოგრელს, ტიკაგრელოლს), მიუხედავად იმისა წამლით არის დაფარული სტენტი თუ არა. რაც შეეხება ხელის ტკივილს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის მოდის გულიდან. თუმცა ზუსტი დიაგნოსტირებისათვის საჭირო იქნება ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, და შესაძლოა კარდიალური ბიომარკერების განსაზღვრა სისხლში. ეს დამოკიდებულია ზუსტ ანამნეზურ მონაცემზე, როდის დაიწყო ტკივილი, როგორი ინტენსივობის და ხანგრძლივობისაა. თუ გსურთ პირადად მოისმინოთ კომპეტენტური ექიმის მოსაზრება ,შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნებისმიერ დროს , რათა გაიაროთ ვიზიტი კარდიოლოგთან . გმადლობთ ,რომ დაინტერესდიტ ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ერთი წამლით დაფარული სტენდი, ამტკივდა მკლავი გამიგია მარცხენა მკლავის ტკივილი გულიდან მოდისო გავაკეთე ანალიზი შედედების დრო მაქვს 5 დან 6 წუთამდე, მაინტერესებს ეს ნორმალურია? თუ არ არის ნორმალური იქნებ მირჩიოთ რა პრეპარატი მივიღო.ისე მუდმივად ვსვავ კარდიომაგნილს კორვიტოლს და წნევის ,მარეგულირებელს კოპრენესას
პასუხი: