კითხვა: გამარჯობა, 11 წლის ბიჭი მყავს. აღმოაჩნდა ასკარიდა ჭიის კვერცხები. რა წამალს მირჩევდით?
პასუხი:

მოგესალმებით,
ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება.
საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს).
ასკარიდოზის პროფილაქტიკა ასევე გულისხმობს ჰიგიენური წესების დაცვას.
დისტანციურად პრეპარატის დასახელებაზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს დაუშვებელია,ვინაიდან მედიკამნტის დანიშვნის შემდეგ ექიმის და პაციენტის კონტაქტი უნდა გაგრძელდეს და მკყრნალობის პერიოდში აუცილებელია დინამიური კონტროლი .
გირჩევთ, მიმართოთ ექიმ-პარაზიტოლოგს ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, რომელიც შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა