კითხვა: გამარჯობა.12 წლის ბავშვს აქვს ხველება როდესაც ბრაზობს.ან რაღაცაზე ხმამაღლა (ემოციურად)ლაპარაკობს.1 თვეა რაც შევნიშნე.ჰიპერაქტიური ბავშვია.სახლში კატა გვყავს ჩვეულებრივი სულ ეფერება
პასუხი:

მოგესალმებით,
სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს.
ლაბილური ნერვული სისტემის პატრონებისთვის ძლიერი შიში ან სხვა სახის მოულოდნელი ნერვული ბიძგი, ასევე ყვირილის დროს სახმო იოგების ძლიერ დაჭიმვა და ერთმანეთთან მიახლოვება, შესაძლოა აღიზიანებდეს ერთმანეთს, რაც საკმარისია ხველის გამოწვევისათვის.
როგორც აღნიშნავთ, სახლში გყავთ კატა, თუ ვივარაუდებთ, რომ შესაძლოა მის ბეწვზე ჰქონდეს ბავშვს ალერგია, მაშინ გამოხატული უნდა იყოს სხვა სიპტომებიც: თვალის ცრემლიანობა, ცემინება, ასთმის მსგავსი შეტევები (სუნთქვის გაძნელება), ასევე გამონაყარი კანზე.
დისტანციურად ხველების მიზეზს ვერ განვსაზღვრავთ, ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება, ამიტომ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რათა გამოირიცხოს ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებები.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა