ათეროსკლეროზი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ქალი არის 75 წლის,აქვს დიაბეტი არის ტაბლეტზე,დაეწყო მავიწყრობა(სკლეროზი)ვიცი არ ინკურნება,რო არ გაუარესდეს რა წამალი უნდა მიიღოს,წინასწარ გიხდით მადლობას,
პასუხი:

მოგესალმებით,
დიაბეტი ადამიანში ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს, ხოლო უპირველესად დიაბეტის მავნე ზემოქმედება ვლინდება სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემებზე.
დიაბეტის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან პაციენტის დაზღვევის ძირითადი მეთოდი, დიაბეტის სწორი მართვა, დიეტის და ცხოვრების რეჟიმის პერმანენტული დაცვაა.
რაც შეეხება "სკლეროზს", მისი მიზეზია თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც თავის ტვინის სისხლძარღვთა შევიწროების ან ათეროსკლეროზის სახელწოდებით არის ცნობილი.
ათეროსკლეროზი არტერიების კედლებზე ქოლესტერინული (ათერომული) ფოლაქების დალექვის გამო ვითარდება. ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, ამცირებს მასში გამავალ სისხლის ნაკადს და ტვინში მოცირკულირე (მოძრავი) სისხლის მოცულობაც მკვეთრად იკლებს. ირღვევა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ტვინის მომარაგება, რასაც მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი და დაავადების სხვა სიმპტომები მოჰყვება.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით (შესაძლოა ჰემორაგიული ინსულტი , ტვინში სისხლჩაქცევა , გამოვლინდეს) გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა