ბაქტერიული ვაგინოზი ორსულობისას - ორსულობა

კითხვა: ვარ ორსული და საშოში მაწუხებს საშინელი ქავილი და წვა გთხოვთ იქნებ რამე მირჩიოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ორსულობისას ქავილი ხშირია და ძირითადად ჰორმონული დისბალინსით არის გამოწვეული .
თუმცა, რაკი წვაც დაერთვის, აუცილებელია ჩაიტაროთ ლაბორატორიული ანალიზი, რათა გამოირიცხოს სოკოვანი ინფექცია, კერძოდ ბაქტერიული ვაგინოზი, რომელსაც იწვევს საშოში ნორმაში არსებული რომელიმე მიკროორგანიზმის ჭარბი ზრდა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და საჭირო ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დასვამს დიაგნოზს და დაგეხმარებათ პრობლემის აღმოფხვრაში.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/32 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა