სავარაუდო ორსულობა - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა, სამჯერ გავიკეთე ტესტი და დადებითი პასუხი მიჩვენა. შეგრძნებებიც მქონდა რაც ორსულობას ახლავს თან. მკერდიც გამიმაგრდა. თუმცა მენსტრუაცია მომივიდა. არ ვიცი რისი ბრალია ექიმთან ჯერ არ ვყოფილვარ. რა შეიძლება იყოს??
პასუხი:

მოგესალმებით, 

ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ მენსტრუალური ციკლის გადაცდენის შემთხვევაში, გადაცდენიდან 3 დღის შემდეგ (მანამდე ჩატარებული ტესტირების პასუხი არასანდოა).

ციკლის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით  უნდა იქნას დადასტურებული  ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს:

https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა