ბაქტერიული ვაგინოზი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,სკრინინგ ცენტრში გავიკეთე პაპ ტესტი,დიაგნოზი NILM,რეკომენდაცია ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობა. შეგიძლიათ ამ დიაგნოზის საფუძველზე დამინიშნოთ მკურნალობა?
პასუხი:

მოგესალმებით!
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა. იგი ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ ვითარდება. ქალის ორგანიზმს გააჩნია სპეციალური დაცვითი მექანიზმი, რომელიც იცავს მას სხვადასხვა ინფექციებისგან, ერთ-ერთი კომპონენტი ამ მექანიზმის არის - ლაქტობაცილა, რომელიც მდებარეობს საშოში და იცავს ქალის ორგანიზმს ბაქტერიებისგან. ბაქტერიული ვაგინოზი არის საშოს ნორმალური მიკროფლორის გარკვეული ზემოქმედებით პათოლოგიურად შეცვლა, რაც იწვევს გარკვეულ დამახასიათებელ კლინიკურ სურათს.
დისტანციურად მკურნალობის დანიშვნა არაკორექტული და არაპროფესიულია, ამიტომ, მობრძანდით გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათს ან შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა