სოკოვანი ვაგინიტი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით! მაქვს თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი, მცირე დოზით მაქვს წვისა და ქავილის შეგრძნება რაც ანტიბაქტერიული სალფეტკის გამოყენების შემდეგ დამემართა. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, საქმე შესაძლოა ეხებოდეს სოკოვან ვაგინიტს ( შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი ) , რომლის დროსაც ვლინდება ისეთი ჩივილები როგორებიცაა: საშვილოსნოს ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი.
შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია, თუმცა, შესაძლოა დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის გარეშეც.
რა თქმა უნდა დისტანციურად, ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
სწორედ ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა