საშოს სიმშრალე - გინეკოლოგია

კითხვა: მაინტერესებს საშოს სიმშრალეზე მკურნალობა როგორ არის შესაძლებელი რა ანალიზები და მედიკამენტებია საჭირო
პასუხი:

თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის საშოს სიმშრალე;
  • საშოს სიმშრალის გამომწვევი მიზეზები;
  • საშოს სიმშრალის მკუნალობა.

ზოგადად, ასაკთან ერთად იცვლება ქალის სასქესო ორგანოების მდგომარეობა, ქვეითდება საშოს კედლების ტონუსი და ელასტიკურობა (განსაკუთრებით კი მშობიარობის შემდეგ), მცირდება საშოს სეკრეცია, რის შედეგადაც ვითარდება ვაგინალური სიმშრალე.
ქალბატონების უმეტესობაში, ეს ცვლილებები ხელს უწყობს არა მხოლოდ მტკივნეულობის სინდრომის განვითარებას სქესობრივი კავშირის დროს, არამედ მივყავართ საშარდე სიმპტომების განვითარებამდეც.
გარდა ასაკობრივი ცვლილებებისა, საშოს სიმშრალე შესაძლოა, გამოიწვიონ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა:

  • ვაგინალური ინფექციები;
  • ანთებითი და სიმსივნური პროცესები;
  • ეგზემა;
  • შოგრენის სინდრომი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, რადგან მკურნალობა გამომწვევის შესაბამისად სხვადასხვაა.
შესაძლოა დაინიშნოს როგორც გენიტალური სანთლები და ვაგინალური კაფსულები, ისე, საჭირო გახდეს ჰორმონული მკურნალობა.

sashos_simshrale


გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ან მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგის კონსულტაციას + მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიას მხოლოდ 15 ლარად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა