ფალოპის მილების ექსციზია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მეორე საკეისრო კვეთის დროს გავიკეთე მილების ამოკვეთა.გთხოვთ მირჩიოთ რამე.მილების პლასტიკა არ შეიცვლება?ხელოვნური განაყოფიერება არ მინდა.მილების აღდგენა ნუთუ არ კეთდება?წინასწარ გმადლობთ...
პასუხი:

მოგესალმებით!
ქალებში სტერილიზება გულისხმობს ფალოპის მილების გამავლობის ბლოკირებას, რითიც ხელი შეეშლება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას. ეს მიიღწევა ფალოპის მილების ლიგირებით, სპეციალური დამჭერების ან რგოლების გამოყენებით, ან უბრალოდ მილების ელექტროკოაგულაციით.
თქვენს მიერ აღნიშნული „მილების პლასტიკური ოპერაცია“ სამწუხაროდ არ კეთდება. თქვენს შემთხვევაში ჩატარებული ოპერაცია ,განიხილება როგორც სამუდამო, შეუქცევადი მეთოდი, როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, პაციენტი ინფორმირებულია, რომ ბუნებრივი გზით შვილი აღარ ეყოლება.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა