ბავშვთა ენდოკრინოლოგი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა მყავს ათი წლის გოგო ბავშვი ფიზიკურად არის დიდი 60კგ 1,54.. წონაში ძალიან სწრაფად იმატებს გაკეთებული გვაქვს ანალიზები დიაბეტზე და ჩიყვზეც და არ გვაქ რაიმე სახის პრობლემა.. ბავშვი ოფლიანობს ძალიან პირიდან უსიამოვნო სუნი აღენიშნება.. თითქმის ყოველ მესამე დღეს ცხვირიდან სისველე ყოველგვარი სიცხის და გაციების გარეშე ვის მივმართო ან რა სახის ანალიზი გავუკეთო პოლიკლინიკის ექიმთან თითქმის გაკეთებული გვაქვს ყველაფერი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
წონა და მისი დინამიკა, ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია.
ჭარბ წონად მიიჩნევა, როდესაც ბავშვის ან მოზარდის სხეულის მასის ინდექსი ასაკისა და სქესისათვის მოცემული სტანდარტის 85 %-ს აღემატება.
სიმსუქნედ მიიჩნევა, როდესაც ბავშვის ან მოზარდის სხეულის მასის ინდექსი ასაკისა და სქესისათვის მოცემული სტანდარტის 95 %-ს აღემატება.
სიმსუქნეს და ჭარბ წონასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური მისი პრევენციაა. მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, როდესაც ოჯახში არის ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის და გულსისხლძარღვთა დაავადებებით დატვირთული ანამნეზი.
ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. დაეხმარეთ მოძებნოს სპორტის სახეობა, რომელიც შეუყვარდება და არ მიატოვებს. ნუ აიძულებთ თქვენს მიერ ამორჩეულ სექციაში იაროს.
აგრძნობინეთ პატარას, რომ განურჩევლად იმისა, რამდენს იწონის, ძალიან გიყვართ და გინდათ დაეხმაროთ, იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული.
და ბოლოს, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, მითუმეტეს, რომ თქვენს მიერ აღნიშნული „ჭარბოფლიანობა და პირიდან უსიამოვნო სუნი“ შესაძლოა მიუთითებდეს ენდოკრინულ პათოლოგიებზე.
გაიარეთ კონსულტაცია ბავშვთა ენდოკრინოლოგთან, რომელიც დაგეხმარებათ ჭარბის წონის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებასა და მის მართვაში.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა