ბავშვთა ნევროლოგი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით.3 წლის გაბრიელის დაეწყო თვალების მკვეთრი ხამხამი.გაღიზიანება.ტირილის დროს თავის ტკივილი.ვიყავით ბავშვთა ნევროლოგთან ,დაგვინიშნა ვაგოსტაბილი. თითქმის ერთი თვეა ვალევინებ.აქვს მცირე გაუმჯობესება.თქვენ რას მირჩევთ?მივიყვანო სხვა ნევროლოგთან თუ გავუგრძელო მკურნალობა?
პასუხი:

მოგესალმებით,
ინფორმაციის სახით გეტყვით რომ, ეს შესაძლოა იყოს ბლეფაროსპაზმი ანუ ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური კრუნჩხვებით გამოვლინება.
კლონური სპაზმის დროს მკვეთრად შესამჩნევია ქუთუთოების ხშირი, ელვისებური ხამხამი.
მისი გამომწვევი შეიძლება იყოს:

  • კონიუნქტივიტი;
  • ბლეფარიტი;
  • რეფრაქციის ანომალია;
  • ნევრასთენია;
  • ჭიებით ინვაზია.

მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
თქვენ კი უნდა მიბრძანდეთ პედიატრიულ კლინიკაში, სადაც კვლევების საფუძველზე შეფასდება პაციენტის მდგომარეობა და გაგეცემათ კორექტული პასუხი.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა