მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია , თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ბრონქიტს, რომელიც ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებაა.
ბრონქიტი მრავალი სახისაა, გამოვყოფთ ორ ჯგუფს: მწვავე, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს, და ქრონიკული, რომელიც უპირატესად ზრდასრულ პირებს ემართებათ.
ბრონქიტის მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელი პათოგენური ფაქტორით არის განპირობებული.
თერაპიის კურსის შერჩევამდე უთუოდ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მიზეზით ჩამოყალიბდა პათოლოგიური კერა, ბრონქების თანდაყოლილი მანკია დამნაშავე, ვირუსი, ალერგენი თუ სხვა მავნე აგენტი.
ერთი და იმავე გეგმით ყველა შემთხვევის მკურნალობა არ შეიძლება.
მართებული თერაპიის დანიშვნისთვის, უნდა გვქონდეს სწორი დიაგნოზი, ამისთვის კი დამატებით რენტგენოლოგიური კვლევა, ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზია აუცილებელი.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ პულმონოლოგის კონსულტაციასა და რენტგენოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !