მშრალი ხველა - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქ ხველება თითქოს მშრალი დრო და დრო გახშირებულად არა ოდნავ ქავილის შეგრძნება ფილტვის მიდამოში
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ, რომ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ხველა;
  • რა იწვევს მშრალ ხველას;
  • რეკომენდაცია;
  • აქცია.

ზოგადად, ხველა ეს არის რეფლექსი, რომლის დროსაც ორგანიზმი სასუნთქი გზის გათავისუფლებას ცდილობს ნახველისაგან და ზოგიერთი ისეთი გამღიზიანებლისგან, როგორიცაა:

  • მტვერი;
  • კვამლი.

მშრალი ხველა რომლის დროსაც ყელში ღუტუნის შეგრძნება აღინიშნება, განპირობებულია ზედა სასუნთქი გზების ანთებით, ამ დროს კი, ნახველი (ფლეგმა) არ გამოიყოფა.
მშრალი ხველის განვითარების მიზეზები შესაძლოა, იყოს შემდეგი გამომწვევები:

  • სასუნთქი გზების ინფექცია (გაციება, გრიპი, სინუსიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი);
  • ალერგია;
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);
  • ბრონქოექტაზია (ფილტვების სასუნთქი გზების ანომალიური გაფართოება);
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი - კუჭის მჟავის მიერ გამოწვეული გაღიზიანება და დაზიანება.

mshrali_xvela

ზოგადად, მოკლევადიანი ხველება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში, 4-დან 8 კვირამდე გაგრძელებული ხველება კი, წარმოადგენს ქრონიკულ ფორმას.
ყელის გაღიზიანებული ქსოვილის დამშვიდებისა და ხველის შემსუბუქების თვალსაზრისით, მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • თავი აარიდეთ თამბაქოს მოხმარებას;
  • მიირთვით თბილი ბულიონი;
  • მიირთვით ზომიერად ცხელი ჩაი თაფლითა და ლიმონით.

ზუსტი დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია, ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ექიმ–პულმონოლოგის კონსულტაციასა და რენტგენოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-eqim-pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad/31447
მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დადგინდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ სათანადო მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა