მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ფილტვისმიერი ჰიპერტენზიაზე, რომელიც წარმოადგენს სისხლის მაღალი წნევის ფორმას, რომლის დროსაც ჩართულია ფილტვის არტერიები და გულის მარჯვენა მხარე.
ასეთ დროს ვიწროვდება, იხშობა და ნადგურდება კაპილარები. ეს მდგომარეობა ართულებს ფილტვებში სიხლის დინებას და მაღლა წევს ფილტვის არტერიების წნევას. წნევის მომატებასთან ერთად, გულის ქვედა მარჯვენა საკანმა (მარჯვენა პარკუჭი) უნდა იმუშაოს უფრო ძლიერად, რათა გადატყორცნოს სისხლი ფილტვებში.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის დროს, სისხლის წნევის მატება გამოწვეულია ფილტვის არტერიების კედლებში არსებულ უჯრედებში მიმდინარე ცვლილებებით. ეს ცვლილებები იწვევენ დამატებითი ქსოვილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ვიწროვდება ან სრულად იხშობა სიხლძარღვები, რაც განაპირობებს არტერიების გამაგრებას და შევიწროებას.
სხვა გამომწვევი მიზეზებია:
● სისხლის კოლტები ფილტვებში (ფილტვის არტერიის ემბოლია);
● ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
● შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;
● გულის თანდაყოლილი პათოლოგიები;
● ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი);
● ფილტვის დაავადებები ( ფიბროზი);
● მარცხენამხრივი გულის უკმარისობა და ა.შ.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია სერიოზული დაავადებაა, რომლელიც დროთა განმავლობაში უარესდება და შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება უკურნებელია, სამკურნალო საშუალებები ამსუბუქებენ სიმტპომებს და აუმჯობესებენ სიცოცხლის ხარისხს.
კონკრეტულ შემთხვევაში რამ გამოიწვია დაავადება, რთული სათქმელია. უმჯობესია, ამ საკითხზე საუბრობდეს თქვენი მკურნალი ექიმი.
შესაბამისად გირჩევთ, მიმართეთ მას და სთხოვეთ გაგარკვიოთ ვითარებაში და გაგაცნოთ მკურნალობის გეგმები.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/43
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !