მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ხველის რეფლექსის გამომწვევი;
- რა იწვევს ხველას;
- დიაგნოსტირება.
სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს, ამ გზით ორგანიზმი ცდილობს, სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან.
ხველის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექცია, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი;
- ასთმა - ეს როგორც წესი იწვევს სხვა სიმპტომებსაც, როგორიცაა ქოშინი, მკერდის დაჭიმულობა და სუნთქვის გაძნელება;
- ალერგია;
- სიგარეტის მოწევა - მწეველთა ხველა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს;
- ბრონქოექტაზია - როდესაც ფილტვების სასუნთქი გზები ანომალიურად ფართოვდება;;
- პოსტნაზალური წვეთი - როდესაც ცხვირიდან ხდება ლორწოს ჩამოწვეთება ყელში, რაც გამოწვეულია რინიტით ან სინუსიტით;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება - კუჭის მჟავის მიერ გამოწვეული გაღიზიანება და დაზიანება.
ჩივილების და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, პირველ რიგში, ექიმი ადგენს, რამ გამოიწვია ხველება და თანდართული ჩივილი (გამონადენი ცხვირიდან) , ბაქტერიული ფონია ეს თუ ვირუსული, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტარდება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დათვალიერდება ინსტრუმენტულად პირის ღრუ და სასუნთქი სისტემა, დაისმება დიაგნოზი და ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში, შესაძლოა ჩაერთოს პულმონოლოგი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/pulmonologia/43
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!