მოგესალმებით,
ლიმფადენიტი ლიმფური კვანძების ანთებითი დაავადებაა. ის, ჩვეულებრივ, მეორეულია და ორგანიზმში მიმდინარე პირველადი ანთებითი პროცესის გართულებას წარმოადგენს. ლიმფადენიტს იწვევს სტრეპტოკოკები და სხვა პათოგენური მიკრობები. ხშირად ფლორა შერეული ხასიათისაა. ლიმფური კვანძების დაავადება მაშინ ვითარდება, როცა მიკროორგანიზმები, მათი ტოქსინები და დაშლის პროდუქტები პირველადი კერიდან ლიმფასთან ერთად აღწევენ ლიმფურ კვანძებში. მიკრობები შესაძლოა შეიჭრან ორგანიზმში დაზიანებული კანიდან, ლორწოვანი გარსიდან ან ჰემატოგენური (სისხლის) გზით.
თქვენ როგორც მოგვითხრობთ, "ჰილუსებში ისახება მცირე ზომის გაკირული ლიმფური ჯირკვალი" ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც გადაგიტანიათ ლიმფადენიტი და თქვენი ორგანიზმი მას მორევია, რაზეც მიუთითებს ჩაკირული კვანძები. ეს ქრონიკული ბრონქიტის სურათია.
ბრონქიტი
ფილტვის მთავარი ჰაერგამტარი გზების (ბრონქები) ინფექციაა, რომელიც მათ გაღიზიანებასა და ანთებას იწვევს.
ძირითადი სიმპტომი ხველაა, რომელსაც მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის ლორწო ამოჰყვება. ბრონქიტმა შესაძლოა ყელის ტკივილი და სუნთქვის გაძნელებაც გამოიწვიოს.
რა სახის მკურნალობას საჭიროებთ ამ ეტაპზე, უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად, კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ფტიზიატრთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშივრდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!