მოგესალმებით,
პნევმონია ფილტვების ანთებითი დაავადებაა. მას ბაქტერიაც იწვევს, ვირუსიც, სოკოც და ერთუჯრედიანი პარაზიტიც. განურჩევლად გამომწვევის ტიპისა, ფილტვების ანთებას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც თავიდან ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას. საზოგადოდ კი დაავადების სიმწვავე ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე ანუ იმუნიტეტზე.
პნევმონიას თან სდევს:
- ცხელება;
- დაბალი ტემპერატურა, უპირატესად – ასაკოვან პირებში;
- ხველა;
- სუნთქვის უკმარისობა;
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში სუნთქვის დროს;
- თავისა და კუნთების ტკივილი;
- ძლიერი მოთენთილობა.
ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, თუმცა კი შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულებას დაუდოს სათავე, მათ შორის:
- ბაქტერიემიასა და სეპტიურ შოკს – ფილტვებიდან ბაქტერიამ შესაძლოა სისხლძარღვებში გადაინაცვლოს, სისხლის მეშვეობით სხვა ორგანოებამდეც მიაღწიოს და მათი ინფიცირება და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს;
- სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი.
როგორც მოგვითხრობთ, მკურნალობის კურსი უკვე ჩაიტარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით მკურნალობის რომელი მეთოდი გქონდათ დანიშნული, რით იყო გამოწვეული ფილტვების ანთება და კიდევ ბევრი ნიუანსი, დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, ოთხშაბათს.
კონსულტაცია არ საჭიროებს წინასწარ ჩაწერას.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !