მაღალი ტემპერატურა - პულმონოლოგია

კითხვა: ჩემს შვილს აქვს მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილის ლოკალური ანთება მკურნალობს ექიმის დანიშნულებით ამავ დროს გადაიღო კომპუტერული ტომოგრაგია გაიკეთა სისხლის საერთო ანალიზი ც რეაქტიულიც ყველაფერი ნორმაშია ოდნავ დაბალია ჰემოგლობინი როეც ნორმაშია მაგრამ მაინც ააქვს ხოლმე საღამოს 37 ერთი კვირაა და რისი ბრალია . არის 36 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც თავად მოგვითხრობთ, თქვენს შვილს აქვს მარჯვენა ფილტვის ქვედა ნაწილის ლოკალური ანთება.
შესაბამისად, ვფიქრობთ, აღნიშნული პათოლოგიაა სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევი მიზეზი.
გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი ექიმის დანიშნულებას. ჩააყენეთ იგი მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეუძლია თქვენს შვილს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:    https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/43 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა