ფილტვისმიერი ჰიპერტენზია - პულმონოლოგია

კითხვა: ძალიან გთხოვთ გამარკვიოთ წინასწარ გიხდით მადლობას.სამი დღის წინ გავიკეთე ულტრასონოგრაფია ქუთაისში.სადაც წერია დასკვნაში.. მარჯვენა წინაგულის უმნიშვნელო დილატაცია, გამოიხატა აღმავალი აორტის უმნიშვნელო გაგანიერება.გულის გლობალური სისტოლური ფუნქციაef=60%რეგიონალური კუმშვადობა დარღვეული არ არის პარკუჭთაშუა ძგიდის უმნიშვნელო ჰიპერტროფია. დიასტოლური დისფუნქცია გაუარესებული რელაქსაციის ტიპისაა(1 ტიპი).პერიკარდიუმის ღრუ თავისუფალია. უმნიშვნელო(+)ტრიკუსპიდალური,უმნიშვნელო(+)პულმონალური რეგურგიტაცია.ზომიერი ტილტვისმიერი ჰიპერტენზია.წნევა ფილტვის არტერიაში-41mmhg(n 30).. ვარ 53 წლის ამ ყველაფრის ჩატარება გადავწყვიტე რადგან დილით მაქვს წნევები ხანდახან 140×100 წლებია ვხმარობ ძილის წპნ ცხვირის წვეთებს სხვას არაფერს ვუჩივი სირბილით შემიძლია მთელ ქალაქს შემოვურბინო.ამის შემდეგ ვიყავი პულმოლოგთან გამსინჯა და დამინიშნა მეგასეფი 500 იანი, პუროქსანი 15 დღით შემდეგ გააგრძელებ პუროქსან ტოპსო,და კიდე ტუსპამინის სიროფი (ხანდახან მახველებს მშრალად სამსახური მაქვს ისეთი მთელი ზამთარი სამმეტრიან კაბინაში ელექტრო ფეჩები მაქვს ჩართული. და ხშირად მიწევს გავარვალებული კაბინიდან ცივი ჰაერთან კონტაქტი. ეხლა მაინტერესებს ამ ერთი გადაღებით უნდა ვივარაუდოთ რომ მაქვს 100% ით ფილტვის მიერი ჰიპერტენზია? უღრმესი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;
  • ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები;
  • რა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვისმიერმა ჰიპერტენზიამ.

თქვენი შეკითხვა წარმოადგენს ექოკარდიოგრაფიის დასკვნას, დიაგნოზის გარეშე.
ვწუხვართ, მაგრამ თქვენი მოწოდებული მონაცემების დამუშავება სცილდება ჩვენი ვებგვერდის ადმინისტრირების და ასევე კითხვა-პასუხის ფუნქციონალის მიზნებს.
თუმცა, შეგვიძლია, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

filtvis_hipertenzia


ფილტვისმიერი ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მაღალი წნევის ფორმას, რომლის დროსაც ჩართულია ფილტვის არტერიები და გულის მარჯვენა მხარე.
ასეთ დროს ვიწროვდება, იხშობა და ნადგურდება კაპილარები. ეს მდგომარეობა ართულებს ფილტვებში სისხლის დინებას და მაღლა წევს ფილტვის არტერიების წნევას.
პათოლოგიის დროს, სისხლის წნევის მატება გამოწვეულია ფილტვის არტერიების კედლებში არსებულ უჯრედებში მიმდინარე ცვლილებებით. ეს ცვლილებები იწვევენ დამატებითი ქსოვილის წარმოქმნას, რის შედეგადაც ვიწროვდება ან სრულად იხშობა სიხლძარღვები, რაც განაპირობებს არტერიების გამაგრებას და შევიწროებას.
ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის სხვა გამომწვევი მიზეზებს შორისაა:

  • ფილტვის არტერიის ემბოლია (სისხლის კოლტები ფილტვებში);
  • ფქოდ (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება);
  • გულის თანდაყოლილი პათოლოგიები;
  • შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი);
  • გულის მარცხენამხრივი უკმარისობა;
  • ფილტვის დაავადებები ( ფიბროზი).

ფილტვისმიერი ჰიპერტენზია სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება და შესაძლოა, გამოიწვიოს ლეტალობა.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება უკურნებელია, სამკურნალო საშუალებები ამსუბუქებენ სიმპტომებს და აუმჯობესებენ სიცოცხლის ხარისხს.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, უმჯობესია, სამომავლო პროგნოზზე საუბრობდეს თქვენი მკურნალი ექიმი.
შესაბამისად გირჩევთ, მიმართეთ მას და სთხოვეთ, გაგარკვიოთ ვითარებაში და გაგაცნოთ მკურნალობის სტრატეგია.
ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, მანამდე კი, მიჰყევით თქვენი ექიმის დანიშნულებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა