მოგესალმებით,
პნევმონია არის ფილტვების ინფექციური დაავადება, რომელიც დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და როგორც გართულება, სხვა დაავადებასაც დაერთოს.
რაც შეეხება ქრონიკულ პნევმონიას, ის შეიძლება იყოს მწვავე პნევმონიის უეფექტო მკურნალობის ან ერთსა და იმავე ფილტვში განმეორებითი პნევმონიის შედეგი. მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
- ალკოჰოლიზმი;
- თამბაქოს წევა;
- გადაღლა;
- ავიტამინოზი;
- აუტოიმუნური პროცესები.
მნიშვნელობა აქვს ალერგიულ მდგომარეობასაც.
ფეხების ტკივილი სხვადასხვანაირია. ზოგი აცივებას ეხმიანება ამგვარად, ზოგი – დათბობას, ზოგისთვის ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, ზოგს დღის ბოლოს ახსენებს თავს ფეხების სიმძიმე, ზოგს კი სიარული უჭირს.
ფეხების ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეობა კუნთების სპაზმია, იგივე კრამპი.
სპაზმის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- დეჰიდრატაცია;
- კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის დეფიციტი;
- რომელიმე პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება.
- ოსტეოართრიტი;
- რევმატიული ართრიტი;
- ფიბრომიალგია;
- ქრონიკური ვენური დაავადებ;
- ხერხემლის პათოლოგია და ა.შ.
გამომწვევი მიზეზის დასადგენად, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან, რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, ოთხშაბათს.
ასევე გვყავს ანგიოლოგიც, რომელთან კონსულტაციაც აქციის ფარგელბში უფასოა, საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე
577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!