ქრონიკული ხველა - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ასეთი კითხვა, მქონდა ხველება,გულ მკერდზე მოჭერის შეგრძნება, რომელიც დღესაც გრძელდება, თითქოს ვარ შებოჭილი,ვსვამდი პუროქსანს,ნოშპა და კეტოტიფენი საღამოობით(თვითმკურნალობა)ხველება თითქოს ძლიერი აღარ მქონდა მაგრამ ეს შებოჭილობის შეგრძნება ვერ მოვიშორე, ორი დღე მქონდა თვალები დასიებული, გავიკეთე რენდგენი, არ მქონდა ანთება და არც საწყისი რამე ანთების, გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ყველაფერი ნორმაშია შევადარე შედეგი და ნორმა ერთმანეთს, ერთადერთი გემოგლობინია დაბალი ნორმაა 12-15,3 მაქვს 11,1. და მომატებულია ეოზინოფილი ნორმაა 1-5 მდე , შედეგია 8,3. რას უნდა ნიშნავდეს? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
რთულია დისტანციურად ზუსტად გიპასუხოთ, თუმცა მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ხველა ცუდი არ არის. წარმოიდგინეთ მტვრითა და ნახველით დაბინძურებული სასუნთქი გზები და მიხვდებით, რომ ხველა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მათგან გვათავისუფლებს. სწორედ ხველის წყალობით ვერ აღწევს ფილტვებამდე უცხო ნაწილაკები და წებოვანი ნახველი, რომელიც ბრონქებში გროვდება და ქვემოთ მიიწევს.
ხველის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექცია, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტი;
  • ასთმა - ეს როგორც წესი იწვევს სხვა სიმპტომებსაც, როგორიცაა ქოშინი, მკერდის დაჭიმულობა და სუნთქვის გაძნელება;
  • ალერგია;
  • სიგარეტის მოწევა - მწეველთა ხველა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს;
  • ბრონქიექტაზია - როდესაც ფილტვების სასუნთქი გზები ანომალიურად ფართოვდება;;
  • პოსტნაზალური წვეთი - როდესაც ცხვირიდან ხდება ლორწოს ჩამოწვეთება ყელში, რაც გამოწვეულია რინიტით ან სინუსიტით;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება - კუჭის მჟავის მიერ გამოწვეული გაღიზიანება და დაზიანება.

გირჩევთ, მოერიდოთ დამოუკიდებლად პრეპარატების მიღებას, თუნდაც აფთიაქში ფარმაცევტის რჩევით. გახსოვდეთ რომ ხველება შედეგია და არა მიზეზი. მიმართეთ, ოჯახის ექიმს ან თერაპევტს, რომელიც გასინჯვისა და ანამნეზის შეჯერების შემდეგ, დასვამს ზუსტ დიაგნოზს ან გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობა!

გამოაგზავნეთ შეკითხვა