მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს;
- ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომები;
- დიაგნოსტირების მეთოდები.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, ვფიქრობთ შესაძლოა თქვენი მეუღლის ჩივილის გამომწვევი ქრონიკული ბრონქიტი იყოს.
ქრონიკული ბრონქიტი უხშირესად გამოწვეულია რესპირაციული ვირუსებით, ამიტომ იგი იწყება სასუნთქი სისტემის ინფექციის ნიშნებით, როგორიცაა:
- გახანგრძლივებული მშრალი ხველა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- საერთო სისუსტე;
- მსუბუქი ცხელება;
- ცხვირიდან გამონადენი;
- ყელის ტკივილი;
- კუნთების ტკივილი;
- ხმის ჩახლეჩა.
დიაგნოსტირება პაციენტის მიერ წარმოდგენილი სუბიექტური სიმპტომების - ჩივილებისა და ექიმის მიერ მისი ობიექტური გასინჯვით, კერძოდ ფილტვების აუსკულტაციით (მოსმენით) მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება.
ზუსტი დიაგნოზის დადგენისთვის მნიშვნელოვანია გულმკერდის რენტგენოგრაფია და ნახველის ლაბორატორიული გამოკვლევა.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ თორაკალური და ონკო–ქირურგების კონსულტაციას, უფასოკონსულტაციით სარგებლობის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში კვლევები ჩაგიტარდებათ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, აქციის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31454/gawukhebt-mshrali-khvela,-perioduli-tkivili-gulmkerdis-areshi,-suntqvis-gadzneleba--isargeblet-aqciit
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!