ფილტვისმიერი ჰიპერტენზია - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობა რა ყირს????და თუ საქართველოს მოქალაქე არ არის მაშინ რა ყირს????
პასუხი:

მოგესალმებით,
ფილტვისმიერი ჰიპერტენზია წარმოადგენს სისხლის მაღალი წნევის ფორმას, რომლის დროსაც ჩართულია ფილტვის არტერიები და გულის მარჯვენა მხარე.
პათოლოგია უკურნებელია. მასზე ქირურგიული ჩარევა არ ხდება, ამიტომ ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა. სამკურნალო საშუალებები კი, ამსუბუქებენ სიმტპომებს და აუმჯობესებენ სიცოცხლის ხარისხს.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა დაზუსტდეს რა არის ფილტვისმიერი ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი. რის შემდეგაც, კარდიოლოგი ან პულმონოლოგი გასცემს რეკომენდაციას.
ამ თვალსაზრისით შეგიძლიათ, მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაუწევს შესაბამის დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა