ჰაერის უკმარისობა - პულმონოლოგია

კითხვა: დიდი ხანია მაწუხებს ჰაერის უკმარისობა.ზოგჯერ ცხელ ჰაერზე მემართება მზეზე გასვლაზე პირიც მიშრება და ხველა მეწყება.ზოგჯერ გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდზე მემართება ჰაერი არ მყოპნის დიდი ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები მჭირდება. ღამეც ბევრჯერ გამომღვიძებია საშინელი ყელის სიმშრალით და ხველით. ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალია და რა იწვევს. ან ამ შემთხვევაში ექიმთან რომ ვერ მივდივართ. სახლის პირობებში როგორ მოვიქცეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. მიზეზის დასადგენად კი, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად განვითარდა იგი.
ეს შეიძლება მოხდეს მწვავედ – წუთის, საათის, რამდენიმე დღის ფარგლებში ან თანდათანობით – რამდენიმე კვირის, თვის ან წლის განმავლობაში.
ჰაერის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სიმსუქნე;
  • პანიკური ისტერია – ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა);
  • ანემია;
  • ფილტვების დაავადებები;
  • კარდიოლოგიური პათოლოგიები და ა.შ.

სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს ფილტვის პათოლოგია. ამის შემდეგ კი, სასურველია დიაგნოსტირებაში ჩართოთ კარდიოლოგი.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება.
სწორედ ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, როგორც პულმონოლოგიურ ისე კარდიოლოგიურ აქციებზე ფასდაკლებას, ვრცლად კი იხილეთ თანდართულ ბმულებზე.

კვლევის ჩატარების შემდეგ, ობიექტურად შეჯერდება მონაცემები და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
სხვა შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში ვერ დაგეხმარებით და თქვენც გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა