მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ბრონქიტი;
- რა ჩივილები ახლავს ბრონქიტს;
- რა იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს;
- ბრონქიტის დიაგნოსტირების მეთოდები.
იქიდან გამომდინარე, რომ გულმკერდის არის ტკივილს ძირითადად ბრონქების მიდამოში უჩივით, ვფიქრობთ, შესაძლოა გამომწვევი მიზეზი იყოს ბრონქიტი.
იგი ფილტვის მთავარი ჰაერგამტარი გზების (ბრონქები) ინფექციაა, რომელიც მათ გაღიზიანებასა და ანთებას იწვევს.
დასაზუსტებელია, ხომ არ გაქვთ გამოხატული ისეთი ჩივილები როგორიცაა:
- გახანგრძლივებული მშრალი ხველა;
- შემცივნება;
- საერთო სისუსტე;
- მსუბუქი ცხელება (არაუმეტეს 3 დღე);
- ცხვირიდან გამონადენი;
- ყელის ტკივილი;
- კუნთების ტკივილი;
- ხმის ჩახლეჩა.
ბრონქიტის შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობის გარეშე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. ბრონქიტის ამ ფორმას მწვავე ბრონქიტი ეწოდება.
ზოგ შემთხვევაში, ბრონქიტის სიმპტომები შესაძლოა უფრო დიდხანს გაგრძელდეს. თუ სიმპტომები 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მას ქრონიკული ბრონქიტი ეწოდება.
ქრონიკული ბრონქიტი უხშირესად გამოწვეულია რესპირაციული ვირუსებით.
დიაგნოსტირება პაციენტის მიერ წარმოდგენილი სუბიექტური სიმპტომების - ჩივილებისა და ექიმის მიერ მისი ობიექტური გასინჯვით, კერძოდ ფილტვების აუსკულტაციით (მოსმენით) მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება.
ზუსტი დიაგნოზის დადგენისთვის მნიშვნელოვანია გულმკერდის რენტგენოგრაფია და ნახველის ლაბორატორიული გამოკვლევა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ თორაკალური და ონკო–ქირურგების კონსულტაციას, მათთან ვიზიტის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირებით და რენტგენოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31454/gawukhebt-mshrali-khvela,-perioduli-tkivili-gulmkerdis-areshi,-suntqvis-gadzneleba--isargeblet-aqciit
სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!