სისხლიანი ნახველი - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა, გილოცავთ ახალ 2020 წელს! ჩემს მეუღლეს ქონდა ყელის ტკივილი და სიცხეები გაუარა და ეხლა დაეწყო ხველა და ამოაქვს სისხლი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ნახველი;
  • რა დროს გამოიყოფა სისხლიანი ნახველი;
  • რა არის ჰემოპტიზისი;
  • სისხლიანი ნახველის ტიპები.

ნახველი ფილტვების, ბრონქებისა და ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიური გამონაყოფია. პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებს, რომელთაც სასუნთქი სისტემის დაავადებები არ აწუხებთ, ის არ გამოეყოფათ.
გამოყოფისას ნახველს ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი სისტემიდან ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს სეკრეტი ემატება.
სისხლიანი ნახველი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიების დროს შეიძლება შეგვხვდეს.
სისხლიან ნახველს სამედიცინო ტერმინოლოგიით ჰემოპტიზისი ეწოდება. იგი შესაძლოა მნიშვნელოვანი პათოლოგიური პროცესის მანიშნებელი იყოს ან არ  უკავშირდებოდეს პათოლოგიებს.
სიმპტომს სხვადასხვა ტიპის გამოვლინება აქვს, სისხლი ნახველში შესაძლოა იყოს:

  • ღია წითელი;
  • ვარდისფერი;
  • ქაფიანი;
  • ლორწოვანი.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი გაეცნობა ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხებს, შეაფასებს თქვენი მეუღლის მდგომარეობას და დაუნიშნავს მას მკურნალობას.
თუ საჭირო იქნება, განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევა, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad


სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა