მომწვანო ფერის ნახველი - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა, გადაღებული მაქვს რენტგენი ფილტვებზე, ჩაბარებული მაქვს ნახველის ანალიზი და ყველაფერი წესრიგშია... მხოლოდ მწეველის ფილტვები გაქვსო ეს მითხრა ექიმმა.. გულის არეში მქონდა გუშინ ჭვალი, წამიერად მომიჭირა, გვერდები მტკივა, თავბრუსხვევაც მაქვს ხანდახან, ხან სუნთქვაც მიძნელდება.. დღეს დილით მქონდა სისხლნარევი და ღია მომწვანო ფერის ნახველი ან ნერწყვი ზუსტად ვერ გავარჩიე იმიტომ რომ ხველებით არ ამომიხველებია, უბრალოდ გადავაფურთხე და ეგ იყო... რა შეიძლება იყოს და ვის მივმართო? მადლობა წინასწარ..
პასუხი:

მოგესალმებით,

ნახველი ფილტვების, ბრონქებისა და ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიური გამონაყოფია. პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებს, რომელთაც სასუნთქი სისტემის დაავადებები არ აწუხებთ, ის არ გამოეყოფათ. გამოყოფისას ნახველს ფილტვებიდან და ზედა სასუნთქი სისტემიდან ცხვირ-ხახისა და პირის ღრუს სეკრეტი ემატება.

ზოგადად, მომწვანო-ყვითელი ფერი ჩირქოვან ნახველს აქვს.

ე.წ. მწეველის ფილტვები, რომ განვმარტოთ, ნიშნავს – ფილტვებსა და ბრონქებში დალექილ ნიკოტინს, კუპრს და სხვა  მრავალ ტოქსინს.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი გაეცნობა ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხებს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობას.

თუ საჭირო იქნება, განმეორებითი რენტგენოლოგიური კვლევა, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა