მოგესალმებით,
ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ნორმაში – 36.6 გრადუსია, არ არის სწორი. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია.
37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი. პირობითად, სუბფებრილიტეტის გამომწვევი დაავადებები შეიძლება ორ ჯგუფად - ინფექციურ და არაინფექციურ პათოლოგიებად დავყოთ.
ინფექციათაგან უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზი, ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმში არსებული ანთების ქრონიკული კერები - კბილის გრანულომა, წიაღების ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება.
ზოგჯერ სუბფებრილურ ტემპერატურას იწვევს რევმატიზმიც. სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევ არაინფექციურ მიზეზთაგან საყურადღებოა თირეოტოქსიკოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი და ეგრეთწოდებული ფიზიოლოგიური მიზეზები - მისი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, საკვების მიღება, ცხელ შენობაში ყოფნა.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებოდით თითქმის ყველა სპეციალისტთან, თუმცა შესაძლოა მოგიწიოთ შემდეგ სპეციალისტებთან კონსულტირება: სტომატოლოგი, ლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ინფექციონისტი.
გირჩევთ დაიწყოთ პირველი სამი სპეციალისტიდან, მითითებული რიგითობის მიხედვით.
აქედან ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–პულმონოლოგის კონსულტაცია და რენტგენოლოგიურ კვლევა ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31447/gtavazobt-eqim%E2%80%93pulmonologis-konsultacias-da-rentgenologiur-kvlevas-95-laris-nacvlad-55-larad
საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევის პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!