კითხვა: გამარჯობა. 45წლის შაქრიანი დიაბეტით დავადებულ ქალს დაუდგინდა ორივე ფილტვის ანთება. წნორის საავადმყოფოში 1კვირის განმავლობაში რეამინაციაში უმკურნალეს გამოწერა ბინაზე მაგრამ სუნთქვა ისევ უჭირს დანიშნულებაც არ გამოატანეს წესიერად რომ ვუმკურნალოთ. რას მირჩევთ დავაწვინო ისევ იმ საავადმყოფოში თუ თქვენთან წამოყვანა აჯობებს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ფილტვების ანთება, იგივე პნევმონია - ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომელიც მოიცავს უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს.
მას ბაქტერიაც იწვევს, ვირუსიც, სოკოც და ერთუჯრედიანი პარაზიტიც. განურჩევლად გამომწვევის ტიპისა, ფილტვების ანთებას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც თავიდან ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას.
ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, თუმცა კი შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულებას დაუდოს სათავე, მათ შორის:
● ბაქტერიემიასა და სეპტიურ შოკს – ფილტვებიდან ბაქტერიამ შესაძლოა სისხლძარღვებში გადაინაცვლოს, სისხლის მეშვეობით სხვა ორგანოებამდეც მიაღწიოს და მათი ინფიცირება და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს;
● სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი.
როგორც მოგვითხრობთ, მკურნალობის კურსი უკვე ჩაიტარეთ. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით მკურნალობის რომელი მეთოდი გქონდათ დანიშნული, რით იყო გამოწვეული ფილტვების ანთება და კიდევ ბევრი ნიუანსი, დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა.
რა თქმა უნდა შეგიძლიათ, მოიყვანოთ პაციენტი ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაუწევს დახმარებას და დაენიშნება მკურნალობის აპრობირებული მეთოდი.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა