მოგესალმებით,
მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგცემთ. მხოლოდ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია. 37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა იყოს როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.
უნდა გამოირიცხოს შინაგანი ორგანოების (ფილტვები, თირკმელები, ყელი, კუჭ-ნაწლავების ტრაქტი) პათოლოგია, თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა მაშინ შეიძლება სიცხე ნევროზული ხასიათის იყოს.
ასევე, ახალგაზრდა ქალებში ტემპერატურის მაჩვენებელი შესაძლოა მენსტრუალური ციკლის ფაზის მიხედვით მერყეობდეს.
სპეციალისტების ჩამონათვალი, ვისთანაც შესაძლოა მოგიწიოთ კონსულტაცია, საკმაოდ ვრცელია, ესენია : ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, პულმონოლოგი, ფთიზიატრი, ინფექციონისტი.
გირჩევთ დაიწყოთ პირველი სამი სპეციალისტიდან, მითითებული რიგითობის მიხედვით.
რაც შეეხება ხერხემლის ტკივილს, სავარაუდოდ საქმე ეხება ხერხემლის სვეტის, გავა–კუდუსუნის მიდამოს პათოლოგიას.
დასაზუსტებელია, ჯდომის გარდა, ხომ არ იჩენს თავს ტკივილი დეფეკაციისას, თუ ეს ასეა, შესაძლოა საქმე ეხებოდეს კოკციგოდინიას, რომელიც ჩნდება კუდუსუნის, ასევე გავისა და კუდუსუნის ნერვული წნულების ტრავმული და ანთებითი დაზიანებების შედეგად.რაც შეეხება სუბფებრილიტეტს ,ამ უბანში არსებული ანთებითი ცვლილებაც შეიძლება იწვევდეს .
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, ვიზიტისას შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს სხვა სპეციალისტიც.
ხოლო, ვიზიტისას თუ გამოკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !