მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
აუცილებელია, ვიცოდეთ ტკივილის გარდა ხომ არ არის გამოხატული სხვა ჩივილებიც, მაგალითად მაღალი ტემპერატურა და ა.შ.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია უშუალო კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს მდგომარეობას, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაც. ყოველივე ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება თქვენი ჩივილის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და ექიმი–სპეციალისტი მოგცემთ მითითებას მკურნალობის შესახებ.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. 2წლის წინ მქონდა ექსუდაციური პლევრიტი მარჯვენამხრივი. ჯამში 2.5 ლ სითხის ამოღება მოხდა პლევრის ღრუდან ერთი კვირის განმავლობაში. მას შემდეგ დამრჩა ტკივილი ჩასუნთქვის დროს. მარჯვენა მხარეს ვგრძნობ ტკივილს ყველა ჩასუნთქვისას. რენდგენიც გავიკეთე, ულტრასონოგრაფიაც ერთი წლის წინ, მაგრამ არაფე რი ჩანს როგორც მეუბნებიან. მაშინ რისგანაა ეს ტკივილი და რითი შეიძლება ჳუშველო.
პასუხი: