სუბფებრილური ტემპერატურა, ლიმფური კვანძების გადიდება - პულმონოლოგია

კითხვა: მოგესალმებით,ვარ 30 წლის.თითქმის 2 წელია დაბალი სიცხეები მაქვს(37/2; 37/4),მიდიდდება ლიმფური ჯირკვლები(ყბებთან,კისერზე,იღლიაში,ლავიწის ძვლებთან,საზარდულთან და მკერდში),ექოსკოპიამ აჩვენა რომ სტრუქტურა შეუცვლელია,ფილტვები სუფთა მაქვს,ანალიზებით და კვლევებით ვერაფერი დავადგინე,ყველაფერი კარგადაა.ასევე მ აწუხებს ღამის საათებში ოფლიანობა,დაღლა,სახსრების და ფეხების ტკივილი,მაქვს უმადობა.პერიოდულად მეწყება საშინელი ტკივილები კუჭთან,რომელიც გადადის მთლიანად მკერდის არეში ვიკეთებ დიკლობერნს ტკივილის მოსახსნელად,ნოშპა არ მშველის.როგორ მოვიქცე რა კვლევა შეიძლება გავაკეთო დიაგნოზის დასადგენად ან ამ ყველაფრის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის სუბფებრილური ტემპერატურა;
  • რა იწვევს ლიმფური ჯირკვლების გაიდედებას.

მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგაწვდით.
37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა, იყოს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.

ლიმფური ჯირკვლების გადიდება

ლიმფური ჯირკვლების გადიდება უმთავრესად დაკავშირებულია ინფექციურ პროცესებთან, ამიტომ აუცილებელია კლინიკური სურათის ზუსტი შეფასება:

  • მტკივნეულია თუ არა ჯირკვლები;
  • ეპიდანამნეზი - გადატანილი ინფექციური დაავადებები;
  • კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან;
  • რამდენი ხნის წინ გამოვლინდა ჯირკვლის გადიდება;
  • ზუსტი ადგილმდებარეობა - ცალმხრივია თუ ორმხრივი.
  • უშუალო გასინჯვა - ზომები, კონსისტენცია (ელასტიური, მკვრივი, ფლუქტუაცია), შერწყმულია თუ არა ერთმანეთთან. ინსტრუმენტული გამოკვლევა - ძირითადად ეს არის არაინვაზიური ვიზუალიზება უფრო ღრმად მდებარე ლიმფური ჯირკვლების გამოსაკვლევად (ულტრაბგერითი გამოკვლევით);
  • სისხლის საერთო ანალიზი.

საჭიროა ობიექტური გასინჯვა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება.
თქვენს მიერ აღწერილი კლინიკური სურათი კი გვაფიქრებინებს რომ საქმე ეხება ქრონიკულ, მორეციდივე ინფექციის არსებობას.
ასეთი ტიპის დაავადებებიდან, თქვენს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, არ არის გამორიცხული მაგალითად კბილის გრანულომა და მონონუკლეოზი.
ასევე თქვენს მონათხრობში არ ჩანს გქონდათ თუ არა ვიზიტი ფტიზიატრთან.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისათვის, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ შემდეგ სპეციალისტებთან:

  • სტომატოლოგი;
  • ინფექციონისტი;
  • ჰემატოლოგი.
  • ოტო–რინო–ლარინგოლოგი;
  • თერაპევტი.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური და ჩამოთვლილთგან გვყავს ბევრი სპეციალისტი ,რაც შეგიძლია დააზუსტოთ კლინიკის ცხელი ხაზის მეშვეობით , საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა