კითხვა: გამარჯობა. ბიჭი მყავს ხუთი წლის.ერთი თვის რომ იყო გადაიტანა ფილტვების ანთება და მის მერე გვაქვს პრობლემები.სპაზმები ბრონქები.თუ არ ააქვს უკვე ჩვენზე ბედნიერი არავინაა ხოლმე.ინგალაციებით გადაგვაქ. ყველაფერი.ექვსი წლის გახდა და ბოლო წელი შედარებით მშვიდი გვქონდა.მაგრამ ყოველ გაციებაზე ხიხინი,სტვენა სუნთქვის პრობლემა მაინც გვაქვს.პედიატრები მხოლოდ ინგალაციებს.სპაზმის მომხსნელ წამლებს გვინიშნავენ.ბეროდუალებს და ეგეთ რაღაცეებს ვიღებდით ამდენი ხანია.ცემში გვყავდა ბოლო ორი სეზონი შედარებით გამოკეთდა.მაგრამ მაინტერესებს თქვენი რჩევა რა შეიძლება გავაკეთოთ. რომ სამუდამოდ მოვიშოროთ ესხიხინი სტვენა სუნთქვის პრობლემა.რამე კურსი როგორ არ უნდა არსებობდეს რო გავათავისუფლოთ ბავშვი ამ ყველაფრისგან.და ყოველი გაციების არ გვეშინოდეს.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ბრონქოსპაზმი რამოდენიმე დაავადებს დროს ვითარდება ,ესენია : მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ემფიზემა,ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ,მუკოვისციდოზი და სხვ.
ყველაზე ხშირად ბრონქოსპაზმი ვითარდება წელიწადის იმ პერიოდში, როდესაც ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები: გაციება, გრიპი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, მწვავე ბრონქიტი, ანუ ზამთარში, გვიან შემოდგომაზე, გაზაფხულზე.
ბრონქების ჰიპერაქტიურობა ხელს უწყობს ბრონქების დაზიანებას. ეს არის სასუნთქი გზების ლორწოვანის მიდრეკილება, ზედმეტად აქტიურად უპასუხოს გარეშე გამღიზიანებლის ზემოქმედებას, რაც გამოიხატება ლორწოვანის შეშუპებით, ხველით, ნახველის გამოყოფით, ბრონქების შევიწროებით.
ხიხინი არის სტვენისმაგვარი ხმიანობა, რომელიც სუნთქვისას აღმოცენდება. ჩვეულებრივ, ის ისმის ამოსუნთქვისას, მძიმე შემთხვევებში - სუნთქვის ორივე ფაზაში.
ვფიქრობთ, ამ ეტაპისთვის ბავშვს დანიშნული აქვს ადეკვატური მკურნალობა.
გირჩევთ, მიჰყვეთ მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მიმართეთ ბავშვთა სხვა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, სამწუხაროდ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანრმთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა