კითხვა: გამარჯობათ მყავს 4წლის ბავშვი ბიჭი რომელსაც 1წელია კუჭში გასვლის შემდეგ გარეთ ებერება ნაწლავი პატარა ბურთივით.მაინტერესებს რა გამოკვლევაა საჭირო დიაგნოზისთვის ან ვის უნდა მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, ბავშვს აქამდეც ჰქონდა მომნელებელი სისტემის ისეთი პრობლემები როგორიცაა:

  • ნაკლები სიხშირით კუჭის მოქმედება;
  • განავლოვანი მასების სიმაგრე;
  • მტკივნეული დეფეკაცია.

ყოველივე ამის უყურადღებობის გამო კი, მდგომარეობა გაუარესდა.

hemoroidi_buasili

მიმოწერის რეჟიმში დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, რა არის ჩივილის მიზეზი. თუმცა, შესაძლოა მიზეზი იყოს:

  • ყითის ნახეთქი;
  • ანალური ნაპრალი;
  • სწორი ნაწლავის პროლაფსი;
  • ჰემოროიდი (ბუასილი).

აუცილებად და გადაუდებლად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა გაურთულდება!
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა