ჩალურჯებები - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მეორე ორსულობის შემდეგ თრომბოციტები მიკროსკოპით მაქვს200მდე. სილურჯეები არ მაქვს უბრალოდ თუკი ოდნავ უხეშად მივედე რამეს ეგრევე მილურჯდება. ბავშვიც ძუძუზე მყავს. ერთადერთი რაც მაწუხებს ხშირად მტკივა სახსრები. იქნებ მირჩიოთ რამე. ანალიზში სხვა ყველაფერი ნორმაშია 114 მაქვს გემოგლიბინი
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ქალებში თრომბოციტების ნორმაა 140-400. თქვენს შემთხვევაში მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია ,მაგრამ ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევის შედეგის შეფასება იმ ექიმის პრეროგატივაა, ვინც ის დანიშნა.მან უნდა შეაჯეროს ანამნეზური და კლინიკური მდგომარეობა კვლევის მონაცემებთან.
მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი სწორი დასკვნის გაკეთება.
თქვენს მიერ დაახელებული ჩალურჯებები კანქვეშა სისხლჩაქცევებია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროტრავმებით, ან უკავშირდებოდეს სისხლძარღვთა კაპილარების მომატებულ განვლადობას, რომლის მიზეზი კი მრავალნაირია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი დაავადებების გამორიცხვა, რომელიც დაკავშირებულია სერიოზულ სომატურ დაავადებებთან.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან და ჩაიტაროთ სისხლის გამოკვლევა, რისთვისაც საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია. აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის შედედების სისტემის სრულფასოვანი კვლევა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა