ჭარბოფლიანობა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 40 წლის. უკვე წლებია მაწუხებს ჭარბოფლიანობა. ექიმთან მისვლა და ანალიზების გაკეთება არ შემიძლია უფულო ის გამო. მაინტერესებს კალცი რომ დავლიო ცოტა შედეგს ვერ მივიღებ? ან გთხოვთ მითხრათ რა დავლიო.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ჰიპერჰიდროზი;
  • ჰიპერჰიდროზის ტიპები;
  • ჰიპერჰიდროზის გამომწვევი დაავადებები;
  • რა არის კალციუმი;
  • რეკომენდაცია.

hiperhidrozi

ჭარბოფლიანობა, თქვენს ასაკში შესაძლოა გამოწვეული იყოს, ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვალ-საკვერცხეების სისტემაში ჩამოუყალიბებელი ჰორმონული ფონით.
ზოგადად, ჩვეულებრივ პირობებში, ადამიანი გამოყოფს დაახლოებით ნახევარ ლიტრ ოფლს.
მაღალი ტემპერატურის, ფიზიკური დატვირთვის, ან სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ათჯერ მეტსაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დისკომფორს იწვევს ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი.
განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს:

  • ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
  • პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.

ჭარბოფლიანობა სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, მაგალითად:

  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები;
  • ინფექციური დაავადებები;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • თირკმელების დაავადებები;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • გენეტიკური დაავადებები;
  • ალკოჰოლიზმი;
  • სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა;
  • ანტიპერსპირანტები;
  • დეოდორანტები;
  • კოფეინი.

რაც შეეხება კალციუმს, მოგახსენებთ.

კალციუმი

იგი ძვლის ქსოვილის შენებისთვის არის აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს კი ძვლები დარბილებას იწყებს. როდესაც სისხლში ამ ელემენტის დონე იკლებს, ორგანიზმი ძვლებში ჩალაგებულ კალციუმს იყენებს. ამ შემთხვევაში ძვლოვანი ქსოვილი ზარალდება.
ზოგადად, კალციუმი გამოიყენება საოფლე ჯირკვლების ფუნქციის გასაუმჯობესებლად, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის მისი მიღება, ვერ მოგახსენებთ.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა, აუცილებელია დროულად მიმართოთ ენდოკრინოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
სურვილის შემთხვევაში, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ აქციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

  • ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
  • TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა;
  • Anti TPO განსაზღვრა.

მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციის სახით გირჩიოთ შემდეგი:

  • ჩაიცვით ბუნებრივი მასალის ტანსაცმელი, წინდები და ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს;
  • ეცადეთ, გეცვათ თავისუფალი სამოსი;
  • ერიდეთ კოფეინს, შაქარს, კარბონატს, ცხარე საკვებს;
  • საკვებ მენიუში შეამცირეთ ნიორი და ხახვი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა