ჭინჭრის ციება ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა!! მყავს 1წლის და 1 თვის პატარა 10 თვის იყო რომ დაემართა ჭინჭრის ციება ბევრი მკურნალობის და გადასხმების მერე 2 თვეე აღარ დაუყრია, მესამე დღეა ისევ გაუმეორა გთხოვთ მითხარით ეს საშიში ალერგიაა? დიეტაზე ვართ და მაინც გაუმეორა ანალიზები გავიკეთეთ საკვებ ნარევებზე და პასუზი ყველგან ნეგატიურია, ვნერვიულობ ძალიან
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ჭინჭრის ციება ზოგადად, ფართოდაა გავრცელებული.
სახელი ამ დაავადებამ კლინიკური თავისებურების გამო მიიღო: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს.
ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს: ფიზიკურმა (სითბო, სიცივე, წნევა, მზის რადიაცია), დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ (დაზიანებამ), სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა. შ.
როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ.
ჭინჭრის ციების ქრონიკულ, მორეციდივე ფორმის შემთხვევაში კი კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა.
უნდა დადგინდეს , თქვენს შემთხვევაში რა იწვევს ჭინჭრის ციებას, ამის შემდეგ კი, შესაძლოა ვილაპარაკოთ დადებით შედეგზე, რადგან გამომწვევი მიზეზის დადგენა ავადმყოფების მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.
უნდა მიმართოთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ალერგოლოგს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:    https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა