ჩუტყვავილას შემდგომი ტონზილექტომია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: დეკემბრის დასაწყისში 12 წლის ბიჭმა გადაიტანა ჩუტყვავილა...შეიძლება თუ არა მისთვის გლანდების ოპერაციის გაკეთება თებერვლის ბოლოს... რაიმე გართულება ხომ არ შეიძლება ამას მოყვეს. მადლობა წინასწარ..
პასუხი:

მოგესალმებით,
თვქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ტონზილექტომია;
  • რა არის ტონზილები (ნუშურა ჯირკვლები);
  • რა იწვევს ტონზილიტს;
  • როდის შეიძლება ჩატარდეს ნუშურა ჯირკვლებზე ოპერაცია;
  • წინასაოპერაციო კვლევები.

ჩუტყვავილას შემდგომი ტონზილექტომია წარმოადგენს ნუშურების („გლანდების“) ამოკვეთას.
ტონზილექტომიის საჭიროება დაავადების სიმძიმითა და ხარისხით განისაზღვრება.
ტონზილები კი, პირ-ხახასა და ცხვირ-ხახაში არსებული ჯირკვლოვანი წარმონაქმნებია.
ხშირ შემთხვევაში, ტონზილიტი ასაკობრივია, ფიზიოლოგიური, თუმცა შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი იყოს ძლიერი ინფექციური დაავადებები, მაგალითად ჩუტყვავილა.

glandebis_opracia

როგორც ყველა სამედიცინო ჩარევას, ტონზილექტომიასაც აქვს უკუჩვენება, ამიტომ აუცილებელია, ბოლო აცრიდან განსაზღვრული დრო, 2-6 თვე იყოს გასული.
ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, თუ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებში არ არის ცვლილებები, ეს კვლევებია:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • კოაგულოგრამა;
  • სისხლის გამოკვლევა ვირუსებზე;
  • სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის განსაზღვრა;
  • ელექტროკარდიოგრამა;
  • ალერგიული სინჯები.

შესაბამისად, ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და რისკის თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ ბავშვის მკურნალმა ოტო–რინო–ლარინგოლოგმა.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა