კითხვა: გამარჯობა. ყოველ ზაფხულის სეზონზე მაწუხებს ე.წ ცისტიტი. ხან ძალიან მწვავედ. ვღებულობ ანტიბიოტიკებს,შარდმდენს. მაინტერესებს ვის უნდა მივმართო,ან რა პროცედურების ჩატარება მომიწევს,ან თუ ინკურნება საბოლოოდ. და რამდენად საშიშია. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.
დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება. სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, პარარელურად აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები.
მედიცინაში არსებობს ქრონიკული ცისტიტიც, როცა პროცესი არ არის ნამკურნალევი და გამწვავებები და რემისიები ენაცვლება ერთმანეთს. თუმცა ხშირი შარდვა მთელი პერიოდის განმავლობაში აღინიშნება.
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა შარდის და სისხლის საერთო ანალიზი, მათ შორის ბაქტერიული კულტურის დათესვა გამომწვევის განსაზღვრისათვის. ზოგიერთ შემთხევაში საჭირო ხდება ცისტოსკოპია.
დისტანციურად, ზუსტი პასუხისა და მითითებების გაცემა, ჩვენი მხრიდან არაპროფესიულია, ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა