მოგესალმებით,
ციტომეგალოვირუსი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰერპესის ჯგუფის ინფექციური დაავადებაა. ამ ინფექციის დროს ჩვეულებრივი უჯრედი დაზიანებისას გიგანტურ, ფუნქციადაკარგულ უჯრედად გადაიქცევა. აქედანაა მისი სახელწოდებაც: ციტო-უჯრედს და მეგალოს-გიგანტურს ნიშნავს. დაავადება ამ ვირუსით ხდება როგორც მუცლად ყოფნის დროს, ასევე არსებობს გადაცემის სხვა გზებიც (სქესობრივი, ალიმენტარული, ჰაერ-წვეთოვანი).ის დაავადებული პაციენტის ორგანიზმს არასოდეს ტოვებს.
საჭიროა თქვენმა მეან-გინეკოლოგმა მართოს პროცესები. დაგინიშნოთ შესაბამისი კვლევები და ჩაიტაროთ რეგულარული მკურნალობის კურსი. ზოგადად, ციტომეგალოვირუსი იწვევს სმენის და მხედველობის პათოლოგიებს ახალშობილებში. ეს ფუნქციური ანომალიები ულტარსონოგრაფიულ კვლევაზე ორსულობის მე-9-ე კვირაზე სავარაუდოდ არ გამოჩნდება.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა ახალ სიცოცხლეში და მოისმინოთ ალტრენატიული აზრი ჩვენი მეან–გინეკოლოგებისაგან.
უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ორსულად ვარ და სისხლის ანალიზმა აჩვენა რომ ციტომეგალოვირუსი მაქვს ოღონდ არაა გართულებული ფორმითო, მაინტერესებს რამდენად საშიშია ნაყოფისთვის ჯერ 9 კვირის ორსული ვარ.გმადლობთ
პასუხი: