ცხვირიდან გამონადენი ბავშვებში

კითხვა: გამარჯობათ ჩემს ბიჭს წლინახევრის არის და ცხვირიდან სისველე ვერ შევუჩერე ალბათ ყველაფერი ვსინჯე ძაან დავიტანჯეთ .აქვს ხან ყვითელი გამონადენი ხან წყალივით მოსდის იქნებ რამე მასწავლოთ ეფექტური რო მალე შეუშრეს ცხვირზე სისველე.წინასწარ დიდი მადლობა..
პასუხი:

მოგესალმებით ! ცხვირიდან გამონადენი, სურდო, მოზრდილებშიც ჩვეულებრივი, უსაფრთხო მოვლენაა. მას რესპირაციული ვირუსები იწვევს. ბავშვების უმრავლესობას კატარული პერიოდი 8 წლამდე უგრძელდება. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ორგანიზმი ვირუსებს ისე ეფექტურად ვერ ებრძვის, როგორც მოზრდილის, ამიტომ გაციების სიმპტომები უფრო მეტხანს გრძელდება. ცხვირიდან მუდმივი გამონადენის მიზეზი შესაძლოა იყოს ალერგია. უფერულ გამონადენს თან სდევს თვალების სიწითლე, შეშუპება და წვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გახშირება. თუ გამონადენი მხოლოდ ცალი ნესტოდან დის, უნდა ვიეჭვოთ ცხვირში უცხო სხეულის არსებობა. სურდო (რინიტი) ხშირად იჩენს თავს გარემოს ტემპერატურის მკვეთრი დაცემის დროს, რაც ვირუსების ინფიცირების უნარის (ვირულენტობის) ცვალებადობასა და ორგანიზმის გადაცივებას უკავშირდება. განსაკუთრებით ძლიერია ცხვირის ლორწოვანის რეაქცია ტერფების გაციებაზე, რაც მათი რეფლექტორული კავშირით აიხსნება. სურდოს დროს ცხვირის ლორწოვანთან ერთად ზიანდება ცხვირის დანამატი ღრუები (ჰაიმორიტი) და შუა ყური.  ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ  ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგს.  "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს. მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. გმადლობთ რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა