ცხვირის პოლიპოზი ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით ! 8 თვის უკან გავუკეთე 3 წლის შვილს გლანდების და პოლიპების ოპერაცია, 4 თვეა ცხვირით სუნტქვა უჭირს გაჭედილია, რა შეიძლება რომ იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს, პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი შეიძლება განვითარდეს პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში.
ასევე გასათვალისწინებელია ხომ არ გადაიტანა ბავშვმა ანთებითი დაავადებები, მაგალითად ფრონტიტი, ეთმოიდიტი ან ხომ არ არის ალერგიული.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს, რათა დათვალიერდეს ცხვირის ღრუ ინსტრუმენტულად და დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა