მოგესალმებით,
სისხლში ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, ანემია ეწოდება.
განასხვავებენ შემდეგ ანემიებს:
- რკინადეფიციტური;
- ვიტამინი B12-დეფიციტური;
- ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული;
- ჰემოლიზური;
- პოსტჰემორაგიული;
- აპლაზიური.
ეს ციფრი, თავისთავად, საშიში არ არის და უდრის 100 გ/ლ, რაც ნორმიდან ( 110 გ/ლ ) მცირედ გადახრილია .
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა იწვევს ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას.
თქვენს მეუღლეს შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც გვაქვს სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის ) დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია.
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი, თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიონალი კადრით, პრაქტიკულად ექსკლუზიურია შესაძლებლობების მიხედვით.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ჰემატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის და დამატებითი კვლევების საფუძველზე დაისმება დიაგნოზი და თქვენს მეუღლეს დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/hematologia-/40
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!