დაღლილი ფეხების სინდრომი

კითხვა: მაწუხებს 1 თვეა სიმძიმის შეგრძნება ფეხებში. ცოტა შეციებულიც მქონდა. მალე ვიღლები. გამიჭირდა სიარული. გთხოვთ მიპასუხოთ ვის მივმართო და რა მჭირს
პასუხი:

მოგესალმებით! დაღლილი ფეხების სინდრომი დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემადაა მიჩნეული,განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებში.

მას ხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია: ფეხების დაბუჟება, ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება, ასევე შეშუპება წვივების და ტერფის მიდამოში. ამ პრობლემის განვითარებაში მნიშვნელოვანია მემკვიდრული ფაქტორი (ბრტყელტერფიანობა), ასევე უმოძრაობა, ზედმეტი წონა, ნიკოტინის, ალკოჰოლის, ყავის ჭარბი მოხმარება, მძიმე მეტალებით მოწამვლა, რკინის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, დიაბეტი. დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, გირჩევთ მობრძანდეთ ექიმ–ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, ჩაგიტარებთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა