მეტეორიზმი

კითხვა: გამარჯობა.. ძალიან ხშირად მიგროვდება გაზები. ასევე მუცლის ქვედა მარჯვენა მხარეს მაქ ტკივილი (არცისე ხშირად და არცისე დიდი ხნით) ჭია ნაწლავის ანთება მგონია მაგრამ ხელის დაჭერისას არმტკივა მხოლოდ თავისით.. იქნებ მირჩიოთ რამე
პასუხი:

გამარჯობა! საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვება, რაც მათი დიდი ოდენობით წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევის შედეგია, შინაგან ორგანოთა დაავადებების ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომი გახლავთ. პაციენტები, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ დაავადებული,ხშირად უჩივიან მეტეორიზმს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეპიზოდური მეტეორიზმი ჯანმრთელ პირებსაც ხშირად აღენიშნებათ. აირების დაგროვება მართლაც პრობლემური საკითხია, ვინაიდან ის საგრძნობლად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს და საკმაო უხერხულობას უქმნის.მეტეორიზმის მიზეზი მრავალფეროვანია. აღსანიშნავია კვების თავისებურებები, საჭმლის მონელების პროცესების დარღვევა, ნაწლავში მექანიკური დაბრკოლების არსებობა, ნაწლავთა მოტორული აქტივობის დაქვეითება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფსიქიკური ფაქტორების ზემოქმედება. ბუნებრივია, პაციენტების ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, კვების თავისებურებებთან დაკავშირებული მეტეორიზმი იწვევს. მედიცინაში მას ალიმენტურ მეტეორიზმს უწოდებენ.

მეტეორიზმის მიზეზის ძიება საკმაოდ სერიოზული და ზოგჯერ არცთუ მარტივი პროცესია. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი გამოკითხვით იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩივილების თავისებურებათა შესახებ, ტარდება პაციენტის დეტალური გასინჯვა და ისახება შემდგომი კვლევის გეგმა. ლაბორატორიული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოლოგიური თუ ენდოსკოპიური (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია) გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, მეტეორიზმის ჭეშმარიტი მიზეზი დავადგინოთ.ნუ დაგეგმავთ კვლევებს თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე.
მეტეორიზმთან ბრძოლის ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, მეტეორიზმის მიზეზზეა დამოკიდებული. როდესაც აირების ჭარბ დაგროვებას საფუძვლად სერიოზული დაავადება უდევს, მეტეორიზმის კორექცია ამ დაავადების მკურნალობით უნდა დავიწყოთ. გარდა აღნიშნულისა, მართლაც არსებობს რიგი ღონისძიება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ნაწლავებში აირთა წარმოქმნის შემცირება. მათ შორის აღსანიშნავია:
. დიეტის კორექცია
. ნაწლავის მოტორიკაზე ზემოქმედება
. ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა
. დაგროვილი აირების მოცილება

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მობრძანდეთ გასტოენტეროლოგთან , საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისთან . კლინიკის მისამართია : თბილისი, დიღმის მასივი ,ჩაჩავას ქ #5 . ჩაწერა მიმდინარეობს ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა